ხიდებისა და დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქედაში

24 ივნისი 2023, 11:04 573 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ აგარაში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, ხოლო მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მშენებლობა.

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 49 ხელოვნურ ნაგებობას. მათ შორის აშენდება 6 ხიდი, განხორციელდება 25 საყრდენი კედლის მშენებლობა/მოწყობა და 18 დამცავი ნაგებობისა და წყალანირების მოწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი