იტალიის ჩემპიონი „მილანი“ გახდა 

24 ივნისი 2023, 10:12 476 ნახვა

იტალიის ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „მილანი“ გახდა. ეტორე მესინას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ 4:3 დაამარცხა. გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა მილანში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 67:55 დასრულდა.

ბოლონიელებმა განსაკუთრებით სუსტად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც მხოლოდ 5 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხება შენგელიას, მან 32 წუთი ითამაშა, 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ მაჩვენებლით იგი „ვირტუსის“ ბომბარდირი გახდა, მასზე მეტი კი მხოლოდ მილანელმა ჯიჯი დატომემ ჩააგდო – 16.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი