ზაზა ნადირაძემ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

23 ივნისი 2023, 18:17 736 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ნიჩბისანმა ზაზა ნადირაძემ მოუტანა.

ფინალში ქართველმა სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 39.796 წამში დაფარა და პირველადგილოსანს 0.096 წამით ჩამორჩა.

ევროპული თამაშების ჩემპიონი ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ესპანელი პაბლო გრანა დაეუფლა.
ამავე დისტანციის ფინალში მარიამ ქერდიკაშვილმა მეერვე ადგილი დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი