„ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზება და გაფიცული მაღაროელების პასუხი

23 ივნისი 2023, 14:29 584 ნახვა

ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა მოთხოვნა და არა ბიზნესის მართვა - გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს.

ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა თქვა, რომ "ბიზნესის მართვა" და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის ანაზღაურების გაუმჯობესებას. მისივე სიტყვებით, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ისინი გააგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რაც იციან.

გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" გვიან ღამით გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.

უკვე მე-18 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან, მათი ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ორმა მაღაროელმა კი პირი და თვალები ამოიკერა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი