„ერთად გავატაროთ ზაფხული'' - მუსიკალური საღამოები გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში კონცერტი ბათუმის ცენტრალურ პარკში ხვალ საღამოს შვიდ საათზე დაიწყება და სამი სათის განმავლობაში გაგრძელდება. მაყურებლის წინაშე დავით მაზანაშვილის ბენდი, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი და სხვა მომღერლები წარსდგებიან.
მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტის პარალელურად მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.
მუსიკალური საღამო უკვე გაიმართა ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში , ფესტივალი ბათუმის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლეს და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.