პუტინის ომი უკრაინაში

23 ივნისი 2023, 10:50 471 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკის რაიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ დღეს სუმის ოლქის 9 დასახლება 21-ჯერ დაიბომბა, დაშავებულია 1 ადამიანი.

საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქთან ფრთოსანი რაკეტები აღმოაჩინეს, რომლებიც კრივოი როგის მიმართულებით მოძრაობდნენ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის მორიგ ვიდეომიმართვას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე ისაუბრა ფრონტის ხაზზე მიმდინარე სასტიკ ბრძოლებზე და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინელები მყარად იცავენ საკუთარ პოზიციებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში