ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ლაჩინის დერეფანზე

23 ივნისი 2023, 10:13 518 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, შეფერხებულია ხალხისა და საქონლის თავისუფალი, უსაფრთხო გადაადგილება დერეფნის გავლით. ევროპარლამენტარებმა ბაქოს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აზერბაიჯანს კი მოუწოდეს, რომ ევროპის საბჭოს დელეგაცია ლაჩინის დერეფანსა და მთიან ყარაბაღში ფაქტების დადგენის მისიით მიიწვიონ. მოხსენება ირლანდიელმა დეპუტატმა მოამზადა.

პოლ გავანის თქმით, დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანმა გზის ორივე მხარეს ბეტონის ბარიერები დაამონტაჟა, რის გამოც შეფერხებულია მანქანების მოძრაობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი