პარლამენტის წევრები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

22 ივნისი 2023, 17:14 600 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ეწოდება, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში