მაღაროელების პროტესტი

22 ივნისი 2023, 14:19 514 ნახვა

შიმშილობის მეორე დღე პარლამენტის შენობის წინ. გაფიცული მაღაროელების აქცია დედაქალაქში გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ დაშლას სანამ მათი მოთხოვნები ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

ტყიბულში კი მაღაროელები უკვე მე-18 დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი კვირაზე მეტია შიმშილობს. ორმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, ერთმა თვალი, მეორემ კი პირი ამოიკერა.

გაფიცულები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიის მხრიდან ჯორჯიან მანგანეზში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა და არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას.

მათივე განცხადებით, ამ დრომდე არც ჭიათურაში და არც დედაქალაქში მაღაროელების საკითხით არავინ დაინტერესებულა და მოლაპარაკებების მცდელობასაც ადგილი არ ჰქონია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი