ბათუმელი ნიჩბოსნობის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

22 ივნისი 2023, 11:08 814 ნახვა

16-18 ივნისს ფოთში გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ კრატასიუკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კანოესა და კაიაკიში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუინმს სპორტული ცენტრის ნიჩბოსნებმა.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, 500 და 200 მეტრიან დისტანციაზე ბათუმელმა ნიჩბოსნებმა 17 სხვადასხვა სინჯის მედალი, 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე გაიმართა ასევე ვიქტორ კრატასიუკის მწვრთნელის ავერი მატკავას სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც ბათუმელმა ნიჩბოსანმა ირაკლი სულაბერიძემ გაიმარჯვა.

დღეს ბათუმელი ნიჩბოსნები ერევანში მიემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ტურნიზე - „ლეონას თასზე“ მიიღებენ მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში