მესამე ევროპული თამაშები გაიხსნა

22 ივნისი 2023, 10:32 754 ნახვა

21 ივნისს ოფიციალურად III ევროპული თამაშები დაიწყო. ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“. ტურნირი 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის მსვლელობისას 29 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოდან სპორტის 16 სახეობაში 99 სპორტსმენი იასპარეზებს.

გახსნის საზეიმო ცერემონია კრაკოვში ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სანახაობა რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი და როგორც მალოპოლსკის მხარის წარსულის მთავარ მოვლენებს, ასევე პოლონეთის ისტორიის გამორჩეულ მომენტებს აერთიანებდა.

გულშემატკივრებმა ასევე იხილეს პოლონური ლეგენდების მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა და პოპულარული მუსიკოსების ნომრები.

ღონისძიების მთავარი ნაწილი აღლუმს დაეთმო. სხვებთან ერთად აღლუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმაც. ჩვენი ნაკრების გუნდის მედროშეები იყვნენ მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.

22 ივნისის განრიგი:

  • კანოე სპრინტი - C1 200 მ - ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი;
  • კანოე სპრინტი K -1 -200მ - ბადრი ყაველაშვილი;
  • კანოე - C 2 - 500 მ - გია გებედავა, მალხაზ ჭინჭარაშვილი;
  • მძლეოსნობა - გუნდური მაგიდის ჩოგბურთი ანა ნიკოიანი;
  • ტყვიის სროლა (10 მ. პისტოლეტი ) - ლევან ქადაგიძე, კაკო მოსულიშვილი, ლიზი კილაძე ,მარიამ ფროდიაშვილი;
  • მხატვრული ცურვა - მარია ალავიძე, ანა ყიფიანი;

პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: europeangames.tv

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი