დღეს პოლონეთში მესამე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება

21 ივნისი 2023, 11:53 718 ნახვა

21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი მესამე ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს. გახსნის ცერემონია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

საქართველოდან მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში 99 სპორტსმენი იასპარეზებს. მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე.

მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი