მეწყერი სალიბაურში 

20 ივნისი 2023, 14:44 1015 ნახვა

სოფელ სალიბაურში მცხოვრები აშბების 2 ოჯახი დახმარებას ითხოვს, ოჯახის წევრების თქმით, გუშინდელი წვიმის შედეგად მათ საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა, რაც მათივე თქმით, საფრთხის შემცველია.

აშბების თქმით, გეოლოგების მიერ ტერიტორია უკვე შემოწმებულია, ბიუჯეტიც დამტკიცებული, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები 1 წელია არ დაწყებულა.

ხელვაჩაურის მერის თქმით, აღნიშნული ოჯახის საკითხი ცნობილია და სამუშაოები დაიწყება, რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მეწყრულ პროცესებს, შესაბამისი სამსახური სწავლობს ოჯახის მერ წარმოებულ იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა გამოც მიწის მასის გამოთხრა მოხდა, სამუშაოები უკანონობის გამო შეჩერებულია.

ზაზა დიასამიძის განცხადებით, თუ ამ ეტაპზე ოჯახი ქირით გაყვანას საჭიროებს, მერია მზადაა ამ მიმართულებით დროულად გაიყვანონ ორივე ოჯახი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში