მამუკა გამყრელიძის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

20 ივნისი 2023, 11:50 753 ნახვა

“შორს ვარ აზრისგან, რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა, რაც  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა, რაღაცები გაუმჯობესდა, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლად ვსუნთქავთ, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, 2011-2013 წლებში ჩინეთში საქართველოს ელჩმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო როგორც მოსმენების შიში, ასევე წნეხი პრესაზე. 

გამყრელიძის ამ განცხადებას გარკვეულ ნაწილში არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტეიბი. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემაა პრესის თავისუფლების კუთხით და ამის ფონზე წინა ხელისუფლების გახსენება უადგილოდ მიაჩნიათ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი