ბათუმში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, დარჩენილი აბონენტების ჩართვის პროცესი 12 საათიდან დაიწყება და დღის განმავლობაში გაზმომარაგება სრულად აღდგება.
დამატებით ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზში" არ გვეუბნებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ გუშინ ყველა აბონენტის ჩართვა ვერ მოხერხდა, ღამით კი გაზის მიწოდება უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლებოდა.
ბუნებრივი აირის მილის დაზიანების გამო, გუშინ, გაზის მიწოდება ძველი ბათუმის უბანში ავარიულად შეწყდა.