ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

19 ივნისი 2023, 11:50 501 ნახვა

იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის პრემიერა ნეაპოლში დღეს შედგება. 70-წუთიან ფილმზე, რომლის სახელწოდებაა "კვარას ეფექტი", „კალჩიონაპოლი 24-მა“ იმუშავა და მას ნეაპოლის ციფრულ არხებსა და სოციალურ ქსელში თავის პლატფორმებზე წარმოადგენს.

დოკუმენტური ფილმი გულშემატკივრებს ნაპოლის 22 წლის ქართველი ტალანტის შესახებ უამბობს, რომელმაც პირველსავე სეზონში გუნდთან ერთად სკუდეტოს მოპოვება იზეიმა.

„კალჩიონაპოლი 24-ის“ გუნდი საქართველოშიც იმყოფებოდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული რესპონდენტები ჩაწერა, ასევე მოინახულა ადგილები, სადაც ქართველი ტალანტი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში