განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები საგაზაფხულო არდადეგების ფარგლებში წელს ერთ კვირას - 8-დან 15 მარტამდე დაისვენებენ. პარალელურად შეიცვალა სააღდგომო არდადეგების პერიოდი. უქმეები შრომის კოდექსით განისაზღვრა და სააღდგომოდ სკოლებში დასვენების დღეები მხოლოდ წითელი პარასკევი და ორშაბათი იქნება.