ბობოყვათის სადავო მიწებზე ინვესტორთან შეთანხმება შედგა

17 ივნისი 2023, 17:59 1271 ნახვა

სამ წლიანი პროტესტის შემდეგ ბობოყვათის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკება შედგა - ადგილობრივები საპროტესტო აქციებს წყვეტენ. ისინი სამი წლის განმავლობაში მიწების რეგისტრაციას ითხოვდნენ, საკუთრების აღიარება ვერ მოხერხდა და ახლა უკვე მშენებარე კომპანია 70-ზე მეტ ოჯახს გადასცემს საცხოვრებელ ფართებს.

დღეს ხელშეკრულება გაფორმდა მოსახლეობასა და კომპანიას შორის, რომლის თანახმად სამშენებლო კომპანია ვალდებულია ერთი კვირის ვადაში საცხოვრებელი ფართები მოსახლეობას საკუთრებაში გადასცეს.

ბობოყვათის სანაპიროზე 20 ჰექტარი კომპანია „შავი ზღვის სამეფო ერთმა“ იყიდა. საინვესტიციო ვალდებულების თანახმად 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში