არამატერიალური ძეგლების ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია

17 ივნისი 2023, 15:00 820 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არამატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყო.

ამ ეტაპზე აჭარის ტრადიციული კულტურის სამ ელემენტს უკვე მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ესენია „ბორანოს მომზადების წესი და ტრადიცია“, „განდაგანა და მისი ხალხური საწყისები“ და „ტრადიციული აჭარული ნაქარგობა“.

კიდევ ერთ კომპონენტზე, ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციაზე - სააგენტოს განაცხადი აქვს გაკეთებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი