“თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა

19 თებერვალი 2017, 00:00 2673 ნახვა

“თავისუფალი დემოკრატების რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას “თავისუფალი დემოკრატების” 8-წლიან ისტორიაზე ისაუბრა, ასევე განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის მისი შეხედულებით დღეს პარტია ხელისუფლების ოპოზიციაში. დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე თამარ კეკენაძე, პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კი ლევან სამუშია აირჩიეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი