რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. მუნიციპალური არჩევნები დანიშნა - უცხოური მედია

15 ივნისი 2023, 16:11 551 ნახვა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინ გადაეგზავნება.

რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი