უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მნიშვნელობაზე.
განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული კვლევის და რეკომენდაციების თანახმად მიმდინარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა.