პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო

14 ივნისი 2023, 13:22 714 ნახვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი - „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან".

აღნიშნულ ინციდენტს შალვა პაპუაშვილმა სამწუხარო უწოდა.

„სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც. თქვენი გზავნილი გასაგებია. ვერ გცნობთ, ვინ ხართ, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მოგმართოთ, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას იყენებთ სპეკულაციისთვის, ეს აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, რადიკალური ადამიანები. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი. როგორც ვატყობ, მოქალაქემ დაგვტოვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შშმ პირები საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია. ბანერი სწორედ სტუმართაგან ერთ-ერთმა მოქალაქემ გაშალა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი