უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის "შუქურა" დატოვა

13 ივნისი 2023, 16:09 715 ნახვა
00:00
00:00

ქობულეთის "შუქურა" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა. ინფორმაციას ქობულეთური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის  "შუქურა"  დატოვა.
კლუბმა დააკმაყოფილა მთავარი  მწვრთნელის თხოვნა და მოხდა მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტა.

მადლობას ვუხდით უჩას გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და  წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.

ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ " - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი