საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება - პრემიერი

12 ივნისი 2023, 14:15 900 ნახვა

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.

"მინდა შევეხო ჰაერის დაბინძურების თემას, რომელიც ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. დედაქალაქსადა მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ დიდი ხანია, უკვე რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას რა თქმა უნდა მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური - გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელი შემოდის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრ, გაუმართავ ავტომობილთან, ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების, „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას პრაქტიკაში, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება არის, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაუმართავი ავტომობილები. რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე შედეგი გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი.

"6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი