10-11 ივნისს სინგაპურმა უმასპინძლა მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მოიპოვა 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ნიკა კენჭაძე ოქრო, დავით ფირუზაშვილი ოქრო, მამუკა კორძაია ოქრო, ლევან ქელეხსაშვილი კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ქვიშის ჭიდაობის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით მსოფლიოს სერიისთვის ბათუმში ემზადებოდა.