საქართველოს სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება

08 ივნისი 2023, 23:39 760 ნახვა

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება, 30 ივნისს აიღებს სტარტს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ თბილისი, ვიცე-ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის მესამე ადგილოსანი გორის „დილა“.

30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში „დინამო“ ბათუმი სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „დინამო“ თბილისი გორის „დილას“ უმასპინძლებს.

ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი