გიორგი მამალაძე კლინიკაში რჩება

18 თებერვალი 2017, 00:00 2593 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და მას უტარდება აუცილებელი კვლევები - აცხადებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ზაზა ლაზარაშვილი,  მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა. ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და მედიკოსები ყველა კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება პაციენტს. ჩაფიძის კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლებიც იმყოფებოდნენ. დეკანოზის მეგობრის, მარიამ ტარიელაძის თქმით გიორგი მამალაძეს გულის ოპერაცია ამ დრომდე ორჯერ აქვს გადატანილი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი მომდევნო კომენტარს დღის ბოლოს, 21 საათზე გააკეთებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი