ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს ქობულეთის პოლიციას ადვოკატი ანა ჟღენტი. უფლებადამცველის ინფორმაციით, წყარომ გუშინ საღამოს მიაწოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს როგორ ემუქრება პოლიციელი ცივი იარაღით ქობულეთის სანაპიროზე სასეირნოდ გასულ ახალგაზრდებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მან მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაკავებული 4 პირი წუხელვე გამოუშვეს განყოფილებიდან.
უფლებადამცველის განცხადებით, ქობულეთში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. იგი პოლიციელების წინააღდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.