საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფაა, - ნათქვამია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. განცხადებას მალევე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ის ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა მსხილაძის თქმითვე, კითხვები გაჩნდა ხუციშვილის დამოუკიდებლობაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. რას ამბობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი, ვნახოთ მარიამ ურუშაძის რეპორტაჟი.