კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნა

18 თებერვალი 2017, 00:00 2451 ნახვა

სასტუმრო ,,ეუფორიის’’ ყოფილი  თანამშროლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, ამბობენ, რომ მათ რამდენიმე თვის ხელფასი აქვთ ასაღები. ამბობენ, რომ მათი  შრომითი უფლებები ირღვევა. მათივე ინფორმაციით 100-მდე თანამშრომელს დეკემბერში მხოლოდ ნახევარი თვის ხელფასი აქვს მიღებული. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ  დირექტორი მხოლოდ დეკემბრის დარჩენილი დღეების  ხელფასის გადახდას აპირებს. სასტუმრო “ეუფორია” კომპანია მეტროს ეკუთვნის, სადაც ,,მთავართან”  კომენტარს  არ აკეთებენ.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი