ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე რეგიონალური კონკურსი გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეები, სპეციალურად გაწერილ პროგრამის მიხედვით 4 ნაწარმოებს ერთდროულად ასრულებენ.
კონკურსი საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალურ და საგუნდო განყოფილებას მოიცავს. ყოველი საკონკურსო ნაწილის შემდეგ საფესტივალო ტური გაიმართება, სადაც შემსრულებლები შედარებით თავისუფალი პროგრამით, 2 ნაწარმოებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.
გამარჯვებულებს 12 ივნისს, გალა კონცერტზე დააჯილდოებენ.