ქართველი მსაჯები

18 თებერვალი 2017, 00:00 1906 ნახვა

ქალაქ ვილნიუსში გამართულ  სპორტულ ტანვარჯიშში  ქალი-მსაჯების საერთაშორისო კურსებში კვალიფიკაციის ასამაღლებული  გამოცდები ბათუმელმა მსაჯებმა  წარმატებით ჩააბარეს. კვალიფიკაციის მესამე კატეგორია მოიპოვეს ქეთევან ბოლქვაძემ და  რუსუდან სიხარულძემ. ჯამში სულ 57 ფედერაცია მონაწილეობდა. ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში მსაჯებისთვის ატარებს გამოცდებს. წარმატებებული მსაჯები საერთაშორისო ჩემპიონატებზე და ტურნირებზე და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი