დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: ''დეკანოზს საგანგაშო არაფერი სჭირს ''
                        
                        
                        
                        
                                                            18 თებერვალი 2017,
                                00:00
                            
                        
                         3788 ნახვა
                                                            
                                        
                                    
                                        
                                        
                                
                            
                            
                            
                            
                                                                                                            
                                             
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            
                                                                    ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანეს - ინფორმაციას სასულიერო პირის ადვოკატები ავრცელებენ,მათ ეს წუთია დატოვეს სამედიცინო დაწესებულება,მათივე თქმით პაციენტი კონტაქტურია,მდგომარეობა სტაბილურია და ასევე ინფორმაცია გულის შეტევასთან დაკავშირებით არ დასტურდება.
პროკურატურამ  დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. 
უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამლვას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.