საქართველო მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა

02 ივნისი 2023, 20:11 459 ნახვა

კიდევ ერთი წარმატება ტურიზმის ინდუსტრიაში- მსოფლიო ტურიზმის დღეს მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო, სადაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა „მშვიდობა და ტურიზმი“ იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი