ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები ბათუმში კონცერტით დასრულდა, მუსიკალური საღამო ღია ცის ქვეშ, ბათუმის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სცენაზე გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად წარსდგა.
იმღერეს პროექტ ''რანინას'' მონაწილეებმა,საკონცერტო პროგრამაში, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა,ბავშვებისთვის საყვარელი და ნაცნობი რეპერტუარი შესრულდა.