საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი-შარლს მიშელის და რობერტა მეცოლას განცხადებები

01 ივნისი 2023, 14:40 693 ნახვა

სამიტზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრეს ევროპელმა ლიდერებმაც. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

როგორც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს პერსპექტივას კავშირში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, „ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ მისი პირადი მხარდაჭერისა და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი