ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე | შუახევი

01 ივნისი 2023, 14:08 752 ნახვა

გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში. ხიჭაურის ბაგა ბაღის მიმდებარედ, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მოეხატათ სახეები და სპეციალურად მოწყობილ კუთხეში საყვარელ გმირებთან  ფოტოები გადაეღოთ.

გაიმართა შუახევის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ბენდის კონცერტი.

სხვადასხვა  გასართობ აქტივობასთან ერთად,  ბავშვების განწყობაზე ჯამბაზები და კოსტუმირებული მსახიობები ზრუნავდნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში