ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში უკრაინის დელეგაციაც მონაწილეობს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მოლდოვაში იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ლიდერებთან ახალი კოალიციის ფორმატის - პეტრიოტების კოალიციის განხილვა დაანონსა. ზელენსკის თქმით, ეს საკითხი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განიხილება.
იანვრის შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის სამხედრო დახმარების სხვადასხვა ფორმატი შეიმუშავეს - თავიდან იყო „სატანკო კოალიცია“, შემდეგ საუბარი იყო „საზღვაო კოალიციაზე“, ბოლო დროს „ავიაგამანადგურებლების კოალიციაზე“ მიმდინარეობს მუშაობა. მას ასევე უწოდებენ „საჰაერო კოალიციას“ - უკრაინა ცდილობს დასავლელი პარტნიორებისგან ეფ-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას.
მანამდე მოლდოვამ განაცხადა, რომ არ გაასაჯაროვებდა ინფორმაციას, დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი კიშინიოვში სამიტს.