გურამ ქუთათელაძე UFC-ში ბრძოლას ჩაეხსნა

30 მაისი 2023, 20:01 791 ნახვა

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლი გურამ ქუთათელაძე გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმი მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. გურამ ქუთათელაძეს და ავსტრალიელ ჯეიმი მალარკის 4 ივნისს, ლას ვეგასში უნდა ეჩხუბათ. რა გახდა 31 წლის ქართველი სპორტსმენის ბრძოლიდან ჩახსნის მიზეზი, უცნობია. ცნობილია ის, რომ ქუთათელაძეს ტაჯიკური წარმომავლობის ამერიკელი მუხამად ნაიმოვი ჩაანაცვლებს. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ქუთათელაძე ოქტაგონზე გასვლას ვერ ახერხებს. ბოლოს იანვარში მას ბრაზილიელ ტიაგო მოიზესთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ სტაფილოკოკური ინფექციით დაავადების გამო, ბრძოლაზე უარის თქმა მოუხდა. გურამმა 2022 წლის ზაფხულში იჩხუბა და ყაზახ დამირ ისმაგულოვთან მთავარი მსაჯის შეცდომითა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მას შემდეგ ქუთათელაძე ოქტაგონზე აღარ გასულა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში