უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 27 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

30 მაისი 2023, 10:02 688 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 27 შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ორჯერ განახორციელეს მასირებული სარაკეტო-საავიაციო დარტყმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 51-დან 47 რაკეტა და 38-დან 30 დრონი.

მათივე განმარტებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. 

ღამით კიევზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, დაღუპულია ერთი და ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ.

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსეთის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

გასულ დღე-ღამის განმავლობაში 10-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები, დაფიქსირდა 48 აფეთქება.
2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა გასული ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქის, ქალაქ ტორეცკის დაბომბვისას.

კიევის პარალელურად, საჰაერო განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი