უბედური შემთხვევა წალკაში

27 მაისი 2023, 18:03 592 ნახვა

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან.

უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში