მსვლელობა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით

26 მაისი 2023, 17:52 601 ნახვა

"საქართველო ირჩევს ევროპას" - ამავე სახელწოდებით და იდეით აქცია-მსვლელობა გაიმართა ბათუმში. ეროვნული იდეა, ევროპული იდეაა- ამ ლოზუნგით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკიდან მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივიდნენ.ამ ფორმით გააპროტესტეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც დღევანდელ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ ჩანდა.აქცია-პერფორმანსი ლელოს ორგანიზებით გაიმართა და მას სამოქალაქო სექტორი და სტუდენტები შეუერთდნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში