გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2022-23 წლების საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ლენოვო "ტენერიფესა" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა აირჩიეს.
აღნიშნული ჯილდო კი გიორგიმ კარიერაში მეორედ მოიპოვა და ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს გაუთანაბრდა, როგორებიც – ლუის სკოლა, არვიდას საბონისი, ფელიპე რეიესი ტანოკა ბერდი, და ნიკოლა მიროტიჩი არიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ეს ტიტული პირველად 2020-21 წლების სეზონში მოიგო.