საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2023, 13:00 588 ნახვა

„თავისუფლების სიყვარულით“ - 105 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი უკვე დადეს დედაქალაქსა და კიდევ 10 ქალაქში. წელს პირველად უპრეცედენტოა იმ წვევამდელთა რაოდენობა, რომლებმაც  ქვეყნას ერთგულება შეჰფიცეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება 11 საათზე დაიწყო დედაქალაქში. 26 მაისს ტრადიციულია სამხედრო აღჭურვილობის დემონსტრირება.

გამოიფინა მძიმე ტექნიკა, გაიმართა მოდერნიზებული ვერტმფრენების და მოიერიშეების სანახაობრივი მანევრები.

შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვანია დღევანდელი ღონისძიებები, თუმცა უკვე ტრადიციულად მთავარი ღონისძიება არის ჰიმნის შესრულება მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს 17 საათი და 10 წუთია. სიმბოლურად სწორედ ამ დროს საქართველოს 16 ქალაქში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი შესრულდება, რომელსაც თქვენ ჩვენი არხის საშუალებით პირდაპირ ეთერში მოისმენთ.

ტრადიციულია გალა-კონცერტიც, რომელიც საღამოს 8 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება და ის დღევანდელ დღეს დაასრულებს.

ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი