ხავიერ კოლომინა რუსეთიდან ფრენების აღდგენას გამოეხმაურა

24 მაისი 2023, 19:38 647 ნახვა

რეაქციები, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემაშფოთებელია. შესაბამისი განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომლის თანახმად, პარტნიორებს ესმით, რომ აღნიშნული მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭერდეს მხარს. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტია და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში