ტარიელ ფუტკარაძისა და მანანა ტაბიძის მონოგრაფია წარადგინეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.მუჰაჯირებისთვის შექმნილი წიგნი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა,შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა.ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მუჰაჯირთა პრობლემაზე.