სამზადისი 26 მაისისთვის

24 მაისი 2023, 12:01 471 ნახვა

მზადება 26 მაისისთვის. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებამდე რეპეტიცია გაიარეს. 

დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფები, მოხალისეთა ახალგაზრდული ორგანიზაციები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურეები.

სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება თბილისის და ქვეყნის 15 ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც. გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა, არტილერია, საინჟინრო საშუალებები, შეიარაღება და ჯარისკაცის აღჭურვილობა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საგამოფენო სივრცეებიც მოეწყობა.

26 მაისს რეკრუტები თბილისში, ასევე საქართველოს ათ რეგიონში ფიცს დადებენ. მათ შორის ბათუმშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში