დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ

24 მაისი 2023, 10:16 490 ნახვა

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“.

მთავრობის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.

მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში