კერამიკის რესტავრაცია-კონსერვაცია და გარემო ფაქტორების ზემოქმედება - ამ თემაზე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კერამიკის კონსერვაცია-რესტავრაციის აუცილებლობაზე, არქეოლოგიური მასალის დაცვასა და ზოგად პრინციპებზე.
პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო მუზეუმში დაცული სხვადასხვა ეპოქის რესტავრირებული კერამიკული მასალა, მათ შორის, ამფორა, დოქი ქვევრი და დერგი.